ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია ვიზიტით შვეიცარიას ესტუმრა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია ვიზიტით შვეიცარიას ესტუმრა

შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია შვეიცარიაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობაში ექსტენციის სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირების გამოცდილებას გაეცნენ.

შეხვედრები გაიმართა ბერნის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, ასევე სოფლის მეურნეობის, ტყის და კვების მეცნიერებების სკოლაში (HAFL) და ადგილობრივი კანტონების შესაბამის სამსახურებში.

ვიზიტი გაეროს განვითარების პროგრამის „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების და ექსტენციის სისტემების მოდერნიზების“ პროექტის ორგანიზებით განხორციელდა.

 „ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება. ბერნის გამოყენებით უნივერსიტეტში გავეცანით სოფლის მეურნეობის ცოდნისა და ინოვაციების სისტემას, ასევე ამ მიმართულებით არსებულ პროფესიულ და სამაგისტრო პროგრამებს. შვეიცარიაში, მოგეხსენებათ, განათლების სისტემა გამორჩეულად მაღალ დონეზეა,  მათ შორის, გარემოზე ადაპტირებული სოფლის მეურნეობის მიმართულებაც, რომელიც როგორც პროფესიული, ასევე საბაკალავრო პროგრამებითაა წარმოდგენილი. ამას ემატება კვლევები, რომელთა შედეგების დანერგვა აქტიურად ხდება სწორედ ექსტენციის სამსახურის მეშვეობით. ექსტენციის სამსახური სოფლის მეურნეობაში ჩვენთანაც ეტაპობრივად ვითარდება; ამავე დროს, მნიშვნელოვანია განათლების მიმართულების გაძლიერება. შვეიცარიის გამოცდილების გაზიარებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სწორი გზით მივდივართ და ეს პროცესი უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობს მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები გაეცნენ სოფლის განვითარების იმ სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს ფერმერების უნარებისა და ცოდნის გაღრმავებას; ასევე, მოისმინეს ინფორმაცია სოფლის განვითარების იმ პროგრამების შესახებ, რასაც სახელმწიფო ფერმერების ფინანსური მხარდაჭერისთვის ახორციელებს; გაზიარებულ იქნა ექსტენციის სპეციალისტთა მომზადებისა და გადამზადების პროგრამები, ფერმერებში ცოდნის გავრცელებისთვის არსებული მექანიზმები და საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის შვეიცარიული მოდელი, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მიდგომები.

საჯარო განხილვები