ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

პროექტი - “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” დაიწყო

პროექტი - “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” დაიწყო

შეხვედრას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ 13 ყველაზე მოწყვლადი მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, თემებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გახსნა და პროექტის განხორციელების მნიშვნელობასა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის როლზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა, რომელმაც ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციისა და მათი რისკის შემცირების მნიშვნელობას საქართველოში.

საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ. მათ ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებულ ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ საფრთხეებზე და გაეცნენ ამ საფრთხეების შემცირებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეროვნული შესაძლებლობების გაზრდა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების საქმეში. პროექტი “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში”, რომლის საერთო ბიუჯეტი 70 მილიონი აშშ დოლარია 7 წლის განმავლობაში განხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებას, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები 1.7 მილიონი ადამიანის წყალდიდობისგან, წყალმოვარდნისგან, გვალვისა და სხვა კლიმატური საფრთხეებისგან დაცვას.

საჯარო განხილვები