ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ბიუჯეტი იზრდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ბიუჯეტი იზრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის  2023 წლის ბიუჯეტი 1 790 000 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დაზუსტებულ ბიუჯეტზე 18,6%-ით გაიზარდა.

ახალი ბიუჯეტი ითვალისწინებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ამისთვის, ცენტრი ფუნქციის ფარგლებში უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების/პროექტების განხილვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობას.

ცენტრის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება. მომავალ წელს ცენტრი შეიმუშავებს პროგრამის “გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” საბაზო და საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოს, რომლის ფარგლებშიც 7-12 კლასის მოსწავლეები შეძლებენ ისწავლონ გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების მნიშვნელოვანი საკითხები. ასევე, გაგრძელდება დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადების პროცესი.

საჯარო განხილვები