ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით,  ტრენინგები გაიმართა ხე-ტყის დახარისხებისა და მასალის დატვირთვა-გადმოტვირთვის, სახანძრო აღჭურვილობის გამოყენების და პირველადი გადაუდებელი დახმარების თემებზე. 

ტრენინგები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით პროექტის „ტყის მდგრადი და კლიმატგონივრული მართვის პრაქტიკის ხელშეწყობა საქართველოში“ ტარდება, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და იაპონიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით, ტრენინგები ასევე ჩაუტარდათ  ენერგოეფექტური ღუმელების მფლობელ ბენეფიციარებს, რომელთაც ღუმელები აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადაეცათ.

პროექტის მიზანია ტყეზე ზეწოლისა და სათბურის აირების ემისიების შემცირება.  პროექტი ხელს შეუწყობს მდგრადი ენერგიის რესურსებზე ბენეფიციარების ხელმისაწვდომობას და მათი საარსებო წყაროს გაუმჯობესებას. 

საჯარო განხილვები