ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამა განახლდა

სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამა განახლდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა  სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების  განახლებული პროგრამის პრეზენტაცია გამართა.  ღონისძიება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა.

სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის განახლება სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის კვლევის შედეგების საფუძველზე განხორციელდა. უკვე არსებული სახელმძღვანელო, კვლევის ეტაპზე, დადებითად შეფასდა, თუმცა გამოიკვეთა გარკვეული საჭიროებები როგორც შინაარსობრივ, ასევე საჭირო რესურსების მიმართულებით.  განახლებული პროგრამით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელების/მეთოდისტების გადამზადება შემდეგი წლიდან დაიწყება. 

განახლებული პროგრამის მიხედვით, ბიომრავალფეროვნების, წყლის რესურსების და ნარჩენების მართვის თემებს, კლიმატის ცვლილების საკითხები დაემატება. სახელმძღვანელო მოიცავს პრაქტიკის მაგალითებს, თუ როგორ ვიზრუნოთ გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე. 

სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამა მიზნად ისახავს ბაღის აღმზრდელების/მეთოდისტებისა და ადრეული ასაკის ბავშვების ცნობიერების  ამაღლებას გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით და ამ პროცესში, საზოგადოებისა და ოჯახის მნიშვნელობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებას. 
სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის განახლება, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF)“ ფარგლებში განხორციელდა.

საჯარო განხილვები