ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მწვანე ეკონომიკის ელექტრონული კურსი

მწვანე ეკონომიკის ელექტრონული კურსი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ევროკავშირის პროექტის – „EU4 Environment“-ის ფარგლებში, ყველა მსურველს, სახლიდან გაუსვლელად სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის https://unccelearn.org/course/view.php?id=123&page=overview მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსს.

საერთაშორისო პლატფორმაზე განთავსებულია მწვანე ეკონომიკის 5 ქართულენოვანი მოდული, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის - სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის, კერძო სექტორისთვის, ასევე, გარემოსდაცვითი მმართველების, უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგების, მკვლევარებისა და სტუდენტებისთვის.

ელექტრონული კურსი მოიცავს:

✅ ინტერაქტიულ გაკვეთილებს
✅ ქვიზებს
✅ კითხვარებს

კურსის ფარგლებში ყველა ეტაპის წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს.

ევროკავშირის მწვანე კვირეულის ფარგლებში, სასერტიფიკატო კურსზე მსურველთა რეგისტრაცია დაწყებულია. 

მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსი არის უფასო.

დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია ნათია ბლიაძე  - გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის სპეციალისტი და პროექტის კოორდინატორი (მობ.: 598218285; ელ-ფოსტა: natela.bliadze@eiec.gov.ge)

თანდართული ბროშურა იხილეთ ბმულზე - https://elibrary.mepa.gov.ge/Ge/Library/Details/7075/

  

 

საჯარო განხილვები