ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

შეხვედრა მოსწავლეებთან ველური ბუნების მსოფლიო დღის ფარგლებში

შეხვედრა მოსწავლეებთან ველური ბუნების მსოფლიო დღის ფარგლებში

3 მარტი ველური ბუნების მსოფლიო დღეა. ველური ბუნების მსოფლიო დღის ფარგლებში, ქ.თბილისის N67 სკოლის მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარდათ. 

ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, მოსწავლეებმა გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ფრინველების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

წელს ველური ბუნების მსოფლიო დღის თემაა „თანამშრომლობა ველური ბუნების შესანარჩუნებლად“.

აღნიშნული დღის დაწესების და აღნიშვნის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ველური ფაუნისა და ფლორის მნიშვნელობის, იშვიათი ეკოსისტემების შენარჩნუნებისა და ველური ბუნების დაცვის პროცესში.

ველური ბუნების მსოფლიო დღე 2013 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება.

საჯარო განხილვები