ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში „ტყის მდგრადი და კლიმატმეგობრული მართვის პრინციპების დანერგვის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრები ჩატარდა მცხეთის N1 და N2, სოფელ ოძისის და  წეროვნის N3 საჯარო სკოლებში. ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღეს ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვისა და ტყის მნიშვნელობის შესახებ, გაეცნენ ეკოკლუბების შექმნისა და მწვანე აქტივობების დაგეგმვის პროცესებს.

მოსწავლეებმა განიხილეს ანიმირებული მანგა „ტყე ჩემი მეგობარია“. მანგა ადამიანებსა და ტყეს შორის ჰარმონიული ურთიერთობის მნიშვნელობაზე მოგვითხრობს. 

საჯარო განხილვები