ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

“კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ქოუჩებისათვის

“კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ქოუჩებისათვის

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის  “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის  შემუშავებული გზამკვლევის ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, ქოუჩებისათვის ონლაინ ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრა ეფუძნებოდა ახალი სკოლის მოდელს და მიზნად ისახავდა  კატასტროფის რისკის შემცირების ინტეგრირებას სამოქალაქო გეოგრაფიის და ლიდერობის ქოუჩების ჩართულობით. ტრენინგს უძღვებოდა პროექტის ექსპერტი რუსუდან თევზაძე. 

შეხვედრა  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით გაიმართა.

ტრენინგი გაიარეს პროექტის ათი (გორი, ლაგოდეხი, თელავი, სიღნაღი, ახმეტა, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი) სამიზნე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ქოუჩებმა.

პროგრამა “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF),საქართველოს და შვედეთის მთავრობების, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობის. პროექტის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს.

 

საჯარო განხილვები