ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონკურსი Quarry Life Award Georgia დაიწყო

სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონკურსი Quarry Life Award Georgia დაიწყო

შეუერთდი Quarry Life Award-ის რიგით მე-5 კონკურსს და გააუმჯობესე კარიერების ბიომრავალფეროვნება შენი იდეით

გაიარეთ რეგისტრაცია 2021 წლის 18 ნოემბრამდე, წარადგინეთ თქვენი განცხადება კარიერების ბიომრავალფეროვნების განვითარებასა და ხელშეწყობაზე და გახდით პროექტის გამარჯვებული.

„Quarry Life Award“ სამეცნიერო და საგანმანათლებლო კონკურსია, მისი მიზანია კარიერების ეკოლოგიური ღირებულების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მისი შემდგომი გაუმჯობესებისთვის ახალი გზების ძიება.

„Quarry Life Award“ წარმოადგენს ორი მიმართულების მქონე კონკურსს:

კვლევითი მიმართულება:
სამეცნიერო პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს კარიერთან დაკავშირებული ეკოლოგიის შესახებ ცოდნის ზრდას და/ან წიაღისეულის მოპოვების უბნებზე ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტის და წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებას.

საზოგადოებრივი მიმართულება:
პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოებასთან უკეთესი კავშირების დამყარებას და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჩვენი კარიერების ბიომრავალფეროვნების შესახებ.

რეგისტრაციისთვის მიჰყევი ბმულს: https://bit.ly/2RiFoI3

პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ჩვენს ვებ-გვერდს: https://bit.ly/3ekizfV

საჯარო განხილვები