ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ორჰუსის ცენტრების ყოველწლიურ შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია წარადგინა

ორჰუსის ცენტრების ყოველწლიურ შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია წარადგინა

„ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის” (ეუთო) მიერ გამართულ ორჰუსის ცენტრების ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა, როგორც საქართველოში ორჰუსის კონვენციის პრინციპების გამავრცელებელი უწყების ხელმძღვანელმა და ორჰუსის კონვენციის ეროვნულმა პასუხისმგებელმა პირმა, ნინო გოხელაშვილმა მიიღეს.

ორჰუსის ცენტრების წარმომადგენელთა და საერთაშორისო პარტნიორთა ყოველწლიური შეკრების მიზანი ორჰუსის კონვენციის აღსრულების პროცესში მიღებული გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა.

წელს გამართული შეხვედრის მთავარი თემები იყო: აქტივობები 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ქალთა ჯგუფების გაძლიერება და ორჰუსის ცენტრების როლი ბუნებრივი კატასტროფების და მწვანე ეკონომიკის მიმართულებით.

ორჰუსის ცენტრების შეხვედრაზე თამარ ალადაშვილმა გარემოსდაცვითი ინფორმაციიისა და განათლების ცენტრის მიერ მდგრადი განვითარების კუთხით მიმდინარე გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების და კონვენციის განხორციელების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

ორჰუსის კონვენცია გარემოსდაცვით კონვენციებს შორის განსაკუთრებული დოკუმენტია, რომელიც აყალიბებს ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას. კონვენციის მიზანია გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის და ამ სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფართო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება. 2001 წლიდან საქართველო ორჰუსის კონვენციის მხარე ქვეყანაა.

საჯარო განხილვები