ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სასწავლო პროცესში კლიმატის ცვლილების საკითხების ინტეგრირების მიზნით, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სასწავლო პროცესში კლიმატის ცვლილების საკითხების ინტეგრირების მიზნით, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლებთან შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გახსნა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება მწვანე სტიპენდიების პროგრამაზე გაამახვილა. პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა  დეფიციტური პროფესიების წასახალისებლად შეიმუშავა.

„უმნიშვნელოვანესია საგანმანათლებლო სექტორთან თანამშრომლობა და მათი აქტიური მონაწილეობა კატასტროფების რისკის შემცირების პროცესში, რათა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს გარემოსდაცვითი პროფესიებით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებთან, რომ სასწავლო პროცესის ყველა ეტაპზე, ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ხარისხიანი გარემოსდაცვითი განათლება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე მიმდინარე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პროცესებს, ინფორმაციას ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობის შესახებ, საფრთხის რუკებსა და მათ მნიშვნელობას, ადრეული გაფრთხილების სისტემებს, თუ როგორ აწარმოებს გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტრიულ დაკვირვებას და რა მნიშვნელობა აქვს მას. 

უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა თანამშრომლობისთვის და  აღნიშნეს, რომ საჭიროა უფრო მეტი საველე პრაქტიკები შემდგომში კვალიფიციური და გამოცდილი კადრების მოსამზადებლად, ასევე, ამ მიმართულებით ლექტორთა გადამზადება და სასწავლო პროცესში ახალი სასწავლო კურსების ინტეგრირება.
შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ პროექტის  ფარგლებში გაიმართა, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

საჯარო განხილვები