ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

შეუერთდით პროექტს „დარგე და მოუარე მშვიდობისთვის“

შეუერთდით პროექტს „დარგე და მოუარე მშვიდობისთვის“

მიკა ვანჰანენი არის გარემოსდამცველი და პედაგოგი, რომელიც 25 წელზე მეტია ამაღლებს ცნობიერებას მდგრად განვითარებასა და გარემოსდაცვით საკითხებზე სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობის მეშვეობით. 2004 წლის 20 სექტემბერს მან წამოიწყო ხეების დარგვის ინიციატივა, რომელიც გადაიზარდა მოძრაობაში და მასში მსოფლიოს 157 ქვეყანა და 10,000 სკოლა გაერთიანდა. 

პროექტი „დარგე და მოუარე მშვიდობისთვის“ 2024 წელს აღნიშნავს 20 წლის იუბილეს და მიზნად ისახავს ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობას გარემოსდაცვითი საკითხებისა და მშვიდობის შესახებ. თითოეული დარგული ხე არის გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის და ბიომრავალფეროვნების სიმბოლო. 

პროექტი „დარგე და მოუარე მშვიდობისთვის“ აცხადებს რეგისტრაციას სკოლებისთვის მსოფლიოს მასშტაბით.

რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://www.pacfpeace.net/join-us

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე : www.pacfpeace.net 

საჯარო განხილვები