ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ტყის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

ტყის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ტყის საერთაშორისო დღის აღნიშვნის კამპანიის ფარგლებში, ქ.თბილისის N191-ე სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა ტყის რესურსებისა და გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს ტყის მართვის სისტემისა და ტყის ბიომრავალფეროვნების შესახებ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მეტყევის საქმიანობა, ტყის ინვენტარიზაციის ტექნიკური პროცესები და მეთოდოლოგიაც გააცნეს,

ტყის საერთაშორისო დღე 2012 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება. აღნიშნული დღე მიზნად ისახავს ტყეების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მიმდინარე წელს ტყის საერთაშორისო დღის თემაა „ტყეები და ინოვაციები - ახალი გადაწყვეტილებები უკეთესი სამყაროსათვის“.

საჯარო განხილვები