ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კოოპერატივების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები გაიმართა

კოოპერატივების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებითა და სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს ტრენინგები ჩაუტარდათ. 

სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ საკითებზე, როგორებიცაა კოოპერატივი - ორგანიზაციული ფორმა და პრინციპები; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონის და კოოპერატივის წესდების მიმოხილვა; კოოპერატივის მმართველობა; კოოპერატივის საპაიო ფონდი, სავალდებულო საპაიო და დამატებითი შენატანები; წევრებს შორის მოგების განაწილება.

ტრენინგებში, რომელიც იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, ასევე, დედაქალაქში გაიმართა, მონაწილეობას იღებდნენ კოოპერატივების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით. 
სწავლება სოფლის განვითარების სააგენტოს კოოპერატივების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ხუცაიძემ ჩაატარა.

ტრენინგები პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“   ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება და უზრუნველყოფს ინფორმაციისა და ცოდნის გადაცემის ეფექტური მექანიზმების დანერგვას.

საჯარო განხილვები