ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

„ეკოლიდერთა სკოლაში“ 2024 წლის სასწავლო კურსი დასრულდა

„ეკოლიდერთა სკოლაში“ 2024 წლის სასწავლო კურსი დასრულდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის „ეკოლიდერთა სკოლა“ 2024 წლის სასწავლო კურსი დასრულდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი მოსწავლეებს  შეხვდნენ და სერტიფიკატები გადასცეს.

„ეკოლიდერთა სკოლის“ მიზანი ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა. ორი თვის განმავლობაში, მოსწავლეებს ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ. 

მოსწავლეებმა სასწავლო კურსის ფარგლებში მიიღეს ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების, ადამიანის უფლებების, ნარჩენების მართვის, დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილების, ტყის მდგრადი მართვისა და გარემოსდაცვითი განათლების შესახებ.

თეორიული სწავლების შემდეგ, მოსწავლეები პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში ალგეთის ეროვნულ პარკს, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს და შპს „პოლივიმს“ ესტუმრნენ, სადაც ნარჩენების გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნენ. ასევე, შეხვედრა გაიმართა კომპანია „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორთან შალვა ახვლედიანთან, სადაც ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ნარჩენების მართვის ეფექტიანობის, ეკომეგობრული ინიციატივებისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების შესახებ. 

„ეკოლიდერთა სკოლის“ გასვლითი შეხვედრის ფინანსური მხარდამჭერია კომპანია „თეგეტა გრინ პლანეტი“. 

პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. მასში მონაწილეობა მიიღეს მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეებმა. მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა.

საჯარო განხილვები