გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროექტის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, იწვევს დაინტერესებულ ახალგაზრდებს (35 წლამდე) ტრენინგზე „თემზე დაფუძნებული კატასტროფების რისკის მართვა და საფრთხის რუკების გამოყენება“.
ტრენინგის მიზანია დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა მიიღონ ინფორმაცია კატასტროფების რისკების მართვის საერთაშორისო და ეროვნული ჩარჩოს შესახებ, შეიმუშაონ თემის რისკის მართვის სამოდელო გეგმა და ისწავლონ ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების რუკების გამოყენება.
ტრენინგი ჩატარდება მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, თბილისში (სასტუმროს შესახებ ინფორმაცია დაზუსტდება).
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ განაცხადის ფორმა:
ტრენინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში იმართება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.