ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საქართველოს შვიდ მუნიციპალიტეტში საქმიანი ეზოები გაიხსნა

საქართველოს შვიდ მუნიციპალიტეტში საქმიანი ეზოები გაიხსნა

პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ ფარგლებში, თიანეთის, დედოფლისწყაროს, თელავის, ყვარელის, ახმეტის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში „საქმიანი ეზოები გაიხსნა“ და ღია კარის დღეები ჩატარდა.

პროექტის განმახორციელებელმა უწყებებმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, „საქმიანი ეზოების“ სერვისებზე, ტყეზე ზეწოლის შემცირების ღონისძიებებზე, ენერგოეფექტური ღუმელების უპირატესობაზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროექტის ცნობიერების ამაღლების კომპონენტის ფარგლებში, „საქმიანი ეზოების“ მომსახურებით დაინტერესებულ საზოგადოებას, ასევე, სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სტუდენტებს  საინფორმაციო მასალები წარუდგინეს. მუნიციპალიტეტებში აქტივობები ყველა ასაკის ადამიანისთვის იყო წარმოდგენილი. 

მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის(GCF), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (GIZ) და შვეიცარიის მთავრობის მიერ, რომლის მიზანია ტყეების მდგრადი მართვის გზით ემისიების შემცირება, ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავის პოპულარიზაცია.

საჯარო განხილვები