გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, გიწვევთ იდეების კონკურსში - იდეათონში „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა“ მონაწილეობის მისაღებად.
იდეათონი აერთიანებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, კერძოდ საჯარო, კერძო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებს; ამასთანავე შესაძლებლობას აძლევს კლიმატის ცვლილებით და სოფლის მეურნეობის საკითხებით დაინტერესებულ პირებს, მათ შორის სტუდენტებს, რომ წარადგინოს კონკრეტული იდეა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
სამიზნე აუდიტორია:
• პროფესიული სასწავლებლების, ბაკალავრიატის (მესამე/მეოთხე კურსი), მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტები;
• სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები (არასამთავრობო ორგანიზაციები, თემზე დაფუძნებული ორგანიზაციები);
• პრაქტიკოსები ან პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კლიმატის ცვლილებით ან სოფლის მეურნეობის საკითხებით.
შენიშვნა:
1) იდეათონში მონაწილეობა შეუძლიათ ინდივიდუალურ აპლიკანტებს ან გუნდებს (არაუმეტეს 4 პირისა).
2) სექტორთაშორისი თანამშრომლობა წახალისებულია.
განაცხადისათვის საჭირო დოკუმენტები:
1) შევსებული განაცხადის ფორმა
2) მონაწილის/გუნდის წევრების რეზიუმეები
იდეათონის ეტაპები:
1) განაცხადების მიღება: 18 თებერვალი - 10 მარტი
2) საინფორმაციო სესია: 28 თებერვალი
3) განაცხადების გადარჩევა: 12-21 მარტი
4) შერჩეულ მონაწილეებთან დაკავშირება: არაუგვიანეს 26 მარტისა;
5) დასკვნითი ღონისძიება და შერჩეული იდეების დაჯილდოება: 10 -11 აპრილი
* 4 საუკეთესო ადეის ავტორი დასკვნით ღონისძიებაზე პრეზენტაციით წარსდგება
იდეათონთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ დარეგისტრირდეთ: https://forms.gle/mVDuZwxvjAGwxP6ZA
შევსებული აპლიკაციის ფორმა და რეზიუმეები, გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: faoge-vacancies@fao.org და საგანში მიუთითოთ: ,,იდეების კონკურსი - კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა“.
შეკითხვების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით FAO-ს კლიმატის ცვლილების და გარემოს დაცვის კოორდინატორს, თამარ შერვაშიძეს (ელ. ფოსტა: tamar.shervashidze@fao.org ტელ: 595 95 88 25).
შეფასების კრიტერიუმები:
1. პრობლემის სიცხადე და აქტუალობა: არის თუ არა იდენტიფიცირებული პრობლემა აქტუალური და ფონურ ინფორმაციასთან შესაბამისობაში? (5 ქულა)
2. გადაწყვეტის სიცხადე: არის თუ არა შემოთავაზებული საპროექტო იდეა/გადაწყვეტა მკაფიო, მიღწევადი და გასაგებად ჩამოყალიბებული? (5 ქულა)
3. ეფექტური: ადგენს თუ არა შემოთავაზებული გადაწყვეტა მკაფიო მიზნებს სოფლის მეურნეობის სექტორის ადაპტაციის შესაძლებლობების გასაზრდელად ან/და სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად? გარდა ამისა, არის თუ არა ტექნიკურად გამართული ამ მიზნების მისაღწევად? (5 ქულა)
4. მიზანშეწონილობა: არის თუ არა გადაწყვეტა რეალური და შემოთავაზებული ადგილობრივი კონტექსტის, არსებული რესურსების და კლიმატურ პირობების გათვალისწინებით? (5 ქულა)
5. ეკონომიკურად მომგებიანი და მდგრადია: არის თუ არა შემოთავაზებული საპროექტო გადაწყვეტის შედეგები მდგრადი და ეკონომიკურად მომგებიანი? (5 ქულა)
6. გამოყენებადობა: არის თუ არა საპროექტო იდეა გამოყენებადი სამიზნე ჯგუფების მიერ და შესაძლებელია თუ არა მისი გავრცელება/რეპლიკაცია? (5 ქულა)
7. სექტორთაშორისი თანამშრომლობა და პარტნიორობა: შემოთავაზებულია თუ არა საპროექტო იდეის წარმატებისთვის საჭირო პარტნიორობა და სექტორთაშორისი თანამშრომლობა? (5 ქულა)