კონკურსში „აგროლიგა 2025” მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო!
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აგრარული მიმართულების უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატებსა და პროფესიული საგანმანათლებლო სასწავლებლის მსმენელებს.
კონკურსის მიზანია აგრარულ სექტორში პროფესიული ცოდნის გავრცელება, აგრარული და გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო სფეროების განვითარების ხელშეწყობა, წარმატებული სტუდენტების წარმოჩენა და წახალისება.
„აგროლიგა 2025“ საკონკურსო დარგებია:
● მევენახეობა
● მცენარეთა დაცვა
● მეფუტკრეობა
● სატყეო საქმე
● მეხილეობა
● ეკოლოგია-ბიომრავალფეროვნება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ „აგროლიგის“ ოფიციალურ ვებგვერზე: https://agroliga.veta.ge/ka
პლატფორმაზე დარეგისტრირების შემდეგ, კონკურსში მონაწილისთვის ხელმისაწვდომი იქნება სავარჯიშო ტესტები და საგანმანათლებლო ლიტერატურა.
კონკურსი ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ტრენინგების (VET) სისტემების მოდერნიზება“ (მე-3 ფაზა) ფარგლებში.