ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ტრენინგების თემაზე „გარემოსდაცვითი დემოკრატია – ადამიანის უფლებები და ვალდებულებები“ გაიმართა

ტრენინგების თემაზე „გარემოსდაცვითი დემოკრატია – ადამიანის უფლებები და ვალდებულებები“ გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ორჰუსის კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მასშტაბით  „გარემოსდაცვითი დემოკრატია – ადამიანის უფლებები და ვალდებულებები“ ტრენინგები ჩაატარა.

ტრენინგების მიზანი იყო მონაწილეებისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე წვდომის საკითხების გაცნობა.

სასწავლო მოდულმა მოიცვა შემდეგი თემატიკა:

·         ორჰუსის კონვენციის ძირითადი პრინციპები და საერთაშორისო ვალდებულებები;
·         გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩო;
·         საზოგადოების მონაწილეობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
·         გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების მექანიზმები.

ტრენინგებში მონაწილეობა მიიღეს საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა, თემების ლიდერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარემ.

აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი დემოკრატიის საკითხებზე ინფორმირებულობის ამაღლება და საზოგადოებრივი მონაწილეობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებისთვის და კონვენციის ეფექტიანი განხორციელებისთვის.

საჯარო განხილვები