ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

თბილისის სკოლის მოსწავლეებისთვის პლასტმასის გამოყენების შემცირების და ნარჩენების მართვის საკითხებზე საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა

თბილისის სკოლის მოსწავლეებისთვის პლასტმასის გამოყენების შემცირების და ნარჩენების მართვის საკითხებზე საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, თბილისის სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა. 

პროგრამის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა თბილისის 55-ე, 53-ე და 51-ე საჯარო სკოლებში.

ტრენინგების მიზანია ახალგაზრდა თაობაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება. პროგრამა მოიცავდა პლასტმასის გამოყენების შემცირების და ნარჩენების მართვის საკითხებს, მათ შორის, ნარჩენების დახარისხების პრაქტიკულ მიდგომებს, პლასტმასის უარყოფით გავლენას გარემოზე და პლასტმასის ალტერნატივებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდული ინიციატივების გაძლიერებას.

ტრენინგები მოიცავდა ლექციებს, პრაქტიკულ სამუშაოებსა და ჯგუფურ დავალებებს, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევდა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის განცხადებით, ცენტრისთვის ახალგაზრდებთან მუშაობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ადრეული ასაკიდანვე გააცნობიერონ გარემოს დაცვის მნიშვნელობა და საკუთარი ყოველდღიური ქცევებით ჩაერთონ პროცესში. მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს პასუხისმგებლიანი, აქტიური და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული თაობის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა  თამთა დევდარიანმა.

საჯარო განხილვების არქივი