ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისის №173 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისის №173 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ერთობლივად ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სურსათის უვნებლობის ძირითად პრინციპებსა და ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე. 

შეხვედრა მოიცავდა როგორც თეორიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ აქტივობებსა და ჯგუფურ სამუშაოებს, რაც მონაწილეებს საკითხების უკეთ გააზრებასა და შემდგომ გამოყენებაში დაეხმარებათ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სურსათის სწორად შერჩევის, შენახვისა და უსაფრთხო მოხმარების ჩვევების ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვის აუცილებლობას.

ღონისძიების მიზანი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და ახალგაზრდებში პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ასევე, სამომავლო გარემოსდაცვით ინიციატივებში მათი აქტიური ჩართულობის წახალისებაა. 

საჯარო განხილვების არქივი