გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის ფარგლებში, თბილისის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე: „ჰაერის გზავნილი ადამიანებს“.
კონკურსის მიზანი:
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში სუფთა ჰაერის მნიშვნელობის გააზრება, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება და ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.
მონაწილეობის პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის საჯარო და კერძო სკოლების IX–XII კლასის მოსწავლეებს.
ესეს შინაარსი:
ნამუშევარში ავტორმა უნდა წარმოადგინოს ჰაერი როგორც „მოსაუბრე“ და მის სახელით გადმოსცეს გზავნილი ადამიანებისთვის.
ესეში სასურველია აისახოს:
• რას ნიშნავს ჰაერი ადამიანის ცხოვრებისა და ჯანმრთელობისთვის;
• რა საფრთხეებს უქმნის ჰაერს ადამიანის საქმიანობა;
• როგორ მოქმედებს დაბინძურება გარემოსა და საზოგადოებაზე;
• რა გზავნილს გაუგზავნიდა ჰაერი ადამიანებს ცვლილებისა და პასუხისმგებლობის შესახებ;
ნამუშევრის ფორმატი:
ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იყოს Word-ის ფაილის სახით;
შრიფტი: Sylfaen; ზომა: 11; ინტერვალი: 1.15;
მოცულობა: 300–800 სიტყვა (დაახლოებით 1–3 გვერდი);
ნაშრომში მითითებული უნდა იყოს:
ავტორის სახელი და გვარი
ასაკი და კლასი
სკოლის დასახელება
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
ელ-ფოსტა
კონკურსის ვადები:
24 თებერვალი – 15 მარტი
გამარჯვებულების გამოცხადება და დაჯილდოება:
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2026 წლის 3 აპრილს (ადგილი და დრო დამატებით ეცნობებათ მონაწილეებს).
პრიზები:
კონკურსის 10 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი დაჯილდოვდება სასაჩუქრე ვაუჩერებით:
I ადგილი – 500 ლარი
II ადგილი – 400 ლარი
III ადგილი – 300 ლარი
დანარჩენი 7 მონაწილე – 200 ლარი
ნამუშევრები გამოაგზავნეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ელ-ფოსტაზე: info@eiec.gov.ge