ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კონკურსი მოსწავლეებისთვის – „შენი იდეა ტყისთვის“

კონკურსი მოსწავლეებისთვის – „შენი იდეა ტყისთვის“

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს იდეების კონკურსს IX–XII კლასის მოსწავლეებისთვის.

კონკურსი ტარდება პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ ფარგლებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართვას ტყის დაცვისა და გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტაში.

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა ინოვაციური იდეების შექმნაში, რომლებიც ხელს შეუწყობს:

ტყის დაცვას
ტყის აღდგენას
ტყის ხანძრების პრევენციას
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას

ვის შეუძლია მონაწილეობა

მიმდინარე კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აღმოსავლეთ საქართველოსსკოლების IX–XII კლასის მოსწავლეებს.

მონაწილეობა შესაძლებელია ინდივიდუალურად.

განაცხადების მიღება: 16 მარტი – 19 აპრილი

კონკურსის ფორმატი

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

I ეტაპიიდეების ონლაინ მიღება
მონაწილეები ონლაინ ფორმის საშუალებით წარმოადგენენ საკუთარ იდეებს.

II ეტაპიფინალისტების პრეზენტაციები
ჟიური შეარჩევს 10 საუკეთესო იდეას, რომელთა ავტორებიც საკუთარ პროექტებს წარადგენენ ჟიურის წინაშე.

 

ფინალისტებისთვის გათვალისწინებულია

სერტიფიკატები და სასაჩუქრე ვაუჩერები
სამი საუკეთესო ფინალისტი მიიღებს 500 ლარის სასაჩუქრე ვაუჩერს
დანარჩენი შვიდი ფინალისტი მიიღებს 300 ლარის სასაჩუქრე ვაუჩერს

საგანმანათლებლო ვიზიტი დაცულ ტერიტორიაზე

შეხვედრა სატყეო სპეციალისტებთან

ფინალური ღონისძიება და დაჯილდოება ჩატარდება კახეთში, 3-დღიანი პროგრამის ფორმატში, რომლის ფარგლებში მონაწილეები ეწვევიან ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა

განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1YM6OBkU2NkgTVF_wdcngDXotNDGBUYv_PVJ0Obr0USo/edit
 

საჯარო განხილვების არქივი