საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
თანამშრომლობა უკავშირდება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით, მათ შორის პარიზის შეთანხმებით განსაზღვრულ მიზნებს.
თანამშრომლობა ასევე მიზნად ისახავს შრომითი უფლებების შესახებ ცოდნის გაღრმავებას, ცნობიერების ამაღლებას და პროფესიული უნარების განვითარებას აგრარულ და გარემოსდაცვით სფეროებში დასაქმებულთა შორის.
მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობები - ტრენინგები, შეხვედრები და სემინარები, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო გარემოს განვითარების ხელშეწყობს.
ინიციატივა ასევე მოიცავს ახალგაზრდებისა და არასრულწლოვანთა ინფორმირებას შრომითი უფლებების შესახებ და ემსახურება ქვეყნის მდგრადი განვითარების მხარდაჭერას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამთა დევდარიანმა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გენერალურმა მდივანმა, ირაკლი პეტრიაშვილმა.