გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტის შედეგების წარდგენა და პრეზენტაცია დაინტერესებული მხარეებისთვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ისე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში, მომზადდა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მათ შორის:
• ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს ეროვნულ დონეზე დანერგვის მდგომარეობის სიტუაციური ანალიზი;
• ეროვნული მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა;
• მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების მიმართულებები;
• პოლიტიკისა და ინსტიტუციური შესაბამისობის შეფასება GBF-თან თანხვედრის მიზნით და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების რეკომენდაციები;
• ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ქმედებებისა და BIOFIN-ის რეკომენდაციების გათვალისწინების შესახებ ანგარიში.
დოკუმენტების მომზადების პროცესში ჩართული იყვნენ ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები, დარგობრივი სპეციალისტები და ექსპერტები.
შეხვედრაზე მონაწილე მხარეებს გაეცნოთ პროექტის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და შედეგები. დამსწრეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და რეკომენდაციები, რაც მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება პროექტის მომდევნო ეტაპის ეფექტიანად დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.