თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა ჩაატარა, რომელიც პლასტმასის მოხმარების შემცირებისა და მისი გარემოზე ზემოქმედების საკითხებს მიეძღვნა.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გაცნობა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მდგრადი ჩვევების დამკვიდრების წახალისება.