ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს, გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის კლასიკურ გიმნაზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს, გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის კლასიკურ გიმნაზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს, გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და  თბილისის კლასიკურ გიმნაზიას შორის, გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით,  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა და თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა თამარ კაპანაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება გარემოსდაცვით და აგრარულ მიმართულებებში, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, თანამედროვე ტექნიკური და ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობა, ასევე აღნიშნულ სფეროებში დეფიციტური და პრიორიტეტული პროფესიების პოპულარიზაცია.

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია მოსწავლეებისთვის ლექცია-სემინარების ჩატარება, ეკოკლუბების ჩამოყალიბება და მათი საქმიანობის მხარდაჭერა, სასწავლო მასალების მიწოდება და გასვლითი საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისა და დამატებითი საგანმანათლებლო შესაძლებლობების ხელშეწყობას.

საჯარო განხილვების არქივი