გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, თბილისის 172-ე საჯარო სკოლაში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროების გაცნობა და მისი შემცირებისკენ მიმართული პრაქტიკული მიდგომების წარმოჩენა იყო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პლასტმასის შემცირების გზებზე და მის ნეგატიურ გავლენაზე გარემოსთან მიმართებაში.
კამპანიის ფარგლებში განხილულ იქნა ჰაერის დაბინძურების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, არსებული გამოწვევები, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები, აგრეთვე ყოველდღიურ ცხოვრებაში მცირე ცვლილებების როლი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებაში.