გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) 2026 წლის პუბლიკაციაში წარმოდგენილია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შეიმუშავა პროგრამა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“, მისი მიზანია გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების გაძლიერება დაწყებით კლასებში. პროგრამა განათლების გზით მოიცავს მდგრადი განვითარების მე-6 (სუფთა წყალი და სანიტარია), მე-7 (ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია), მე-11 (მდგრადი ქალაქები და დასახლებები), მე-17 (პარტნიორობა მიზნების მისაღწევად) და სხვა მდგრადი განვითარების მიზნებს.
პროგრამის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის შემუშავდა რვა თემატური სახელმძღვანელო: „მდგრადი განვითარების კონცეფცია“, „ბიომრავალფეროვნების დაცვა“, „წყლის რესურსების დაცვა და მდგრადი მართვა“, „ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან“, „კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება“, „ნარჩენების მართვა“, „მიწის მართვა და გაუდაბნოებასთან ბრძოლა“, „სოფლის მეურნეობა და სურსათის უვნებლობა და ხარისხი“. აღნიშნულის ეფექტურად განხორციელებისთვის, ცენტრი ატარებს დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის 20-საათიან ტრენინგ კურსს.
დასრულების შემდეგ, მასწავლებლები იღებენ ერთობლივ სერტიფიკატს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისგან, რაც გულისხმობს ოფიციალურ აღიარებას საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ სისტემაში. პროგრამა არის მაგალითი, რომ განათლება მდგრადი განვითარებისთვის (ESD) ინტეგრირებულია განათლებაში და ამავდროულად, პროგრამა ავითარებს მასწავლებლების კომპეტენციებს, რომ აამაღლონ მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერება და ხელი შეუწყონ მდგრად ქცევებს.
პროგრამის მიზანია სკოლის მასწავლებლების ცოდნისა და უნარების გაძლიერება გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების სფეროში. 20 საათიანი ტრენინგ კურსისა და სახელმძღვანელოების საშუალებით, პროგრამა მასწავლებლებს აძლევს შესაძლებლობას, რომ თეორია პრაქტიკულ აქტივობებთან დააკავშირონ და გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხები დანერგონ ყოველდღიურ სასწავლო პრაქტიკაში. პროექტმა ტრანსფორმაციული გავლენა მოახდინა ხარისხიანი განათლებისა და განათლება მდგრადი განვითარების (ESD) მიმართულებით პრიორიტეტულობის მინიჭებით, მასწავლებელთა ტრენინგისა და გარემოსა და აგრარული საკითხების შესახებ ასაკის შესაბამისი რვა სახელმძღვანელოს შემუშავებით.
პროგრამა ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. სახელმძღვანელოში განხილულია წყლის რესურსების დაცვა და მისი მდგრადი მართვა, განახლებადი ენერგიის საკითხები, რაც ეხმარება მოსწავლეებს, რომ მიიღონ ინფორმაცია, თუ როგორ მოქმედებს ენერგიის გამოყენება გარემოზე. სახელმძღვანელო „მდგრადი განვითარების კონცეფცია“ წარმოადგენს გამაერთიანებელ ჩარჩოს, რაც საშუალებას აძლევს პედაგოგებსა და მოსწავლეებს, რომ დააკავშირონ მდგრადობის გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, ასევე აძლიერებს განათლებას მდგრადი განვითარებისთვის (ESD) გრძელვადიან ინტეგრაციას ეროვნულ საგანმანათლებლო დონეზე.
პროგრამამ „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. 20 საათიანი სასწავლო კურსებისა და რვა თემატური სახელმძღვნელოს საშუალებით 7438-მა სკოლის მასწავლებელმა აიმაღლა კომპეტენცია. შედეგად, პედაგოგებმა გამოსცადეს მოსწავლეებზე ორიენტირებული მიდგომები, რომლებიც მოიცავდა პრაქტიკულ აქტივობებს, რამაც გააუმჯობესა მდგრადი განვითარების შესახებ განათლების ხარისხი დაწყებით კლასებში და უზრუნველყო, რომ ისეთი რთული საკითხები, როგორიც არის წყლის დაზოგვა, გაუდაბნოებასთან ბრძოლა, კლიმატის ცვლილება, ნარჩენების მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და სურსათის უვნებლობა, ისწავლებოდეს და ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი.
7438 გადამზადებული მასწავლებლიდან 7173 ქალია და 265 მამაკაცი, რაც ასახავს ქალების წამყვან როლს საქართველოს განათლების სექტორში. მოსწავლეთა დონეზე კი, სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალები უზრუნველყოფს გარემოსდაცვით და აგრარული ცოდნის თანაბარ ხელმისაწვდომობას როგორც გოგონებისთვის, ასევე ბიჭებისთვის.
სახელმძღვანელოები და პრაქტიკული აქტივობები ეხმარება მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბდეთ გარემოსდაცვითი ცნობიერება და მდგრადი განვითარების ღირებულებები. კრიტიკული აზროვნებისა და პასუხისმგებლიანი ქცევის ხელშეწყობით, ეს ინიციატივა ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, რომ შეიტანონ წვლილი საკუთარი თემების მდგრად განვითარებაში.
მოსწავლეებში ამაღლდა ცნობიერება გარემოსდაცვითი საკითხების, ბუნებრივი რესურსების დაცვაში მათი როლისა და პასუხისმგებლობის შესახებ. შედეგად, მოსწავლეებმა განივითარეს მდგრადი განვითარების ჩვევები, როგორიც არის წყლისა და ელექტროენერგიის დაზოგვა, ნარჩენების შემცირება, ბუნების პატივისცემა და დაცვა, ისინი მიღებულ ცოდნასა და პრაქტიკას აზიარებენ საკუთარ თემში, ავრცელებენ ოჯახებთან, და-ძმებსა და მეგობრებთან.
ცენტრმა შეიმუშავა რვა გარემოსდაცვითი და აგრარული სახელმძღვანელო და სერტიფიცირებული 20 საათიანი სასწავლო კურსი დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს მხარდაჭერას და ხელს უწყობს ინიციატივას, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას საქართველოში განათლება მდგრადი განვითარებისთვის (ESD). საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მეშვეობით არის ჩართული.
ვრცლად: https://unece.org/sites/default/files/2026-06/Item3c_RFSD_ESD_STORIES_UNECE_19.06.2026.pdf