ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ციკლი დასრულდა

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ციკლი დასრულდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ციკლი დაასრულა.

ტრენინგების მიზანი იყო ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ მზადყოფნისა და მდგრადობის გაძლიერება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების უსაფრთხოებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.

სწავლება ჩაუტარდათ პროექტის სამიზნე 46 მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებს. პროგრამა მიზნად ისახავდა მათი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით, რათა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები უფრო მედეგნი გახდნენ კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილი საფრთხეების მიმართ.

ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა გარემოსა და საზოგადოებაზე, კატასტროფების გამომწვევი ფაქტორები, რისკის შემცირების მექანიზმები, რისკების შეფასებისა და ანალიზის ინსტრუმენტები, თემის მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასება, კატასტროფების რისკის შემცირების საკანონმდებლო ჩარჩო საქართველოში, ასევე საგანგებო მართვის გეგმის შემუშავების წესი და ძირითადი პრინციპები.

ტრენინგებში მონაწილეობდნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მეთოდისტები, აღმზრდელები, სპეციალისტები და მენეჯერები. ჯამში, პროგრამაში 46 მუნიციპალიტეტიდან 150-ზე მეტი წარმომადგენელი ჩაერთო.

ტრენინგები ხუთ ეტაპად ჩატარდა და მათში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

საჯარო განხილვების არქივი