ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კონკურსი მოსწავლეებისთვის – „შენი იდეა ტყისთვის“

კონკურსი მოსწავლეებისთვის – „შენი იდეა ტყისთვის“

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს იდეების კონკურსს „შენი იდეა ტყისთვის“
კონკურსი ტარდება პროექტ “ECO.Georgia“-ს ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობის მიერ და ხორციელდება გარემოს დაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების და GIZ-ის ერთობლივი ძალისხმევით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დასავლეთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX–XII კლასის მოსწავლეებს. 
თუ გაქვს იდეა, რომელიც ხელს შეუწყობს:
ტყის დაცვას;
ტყის აღდგენას;
ტყის დაცვას მავნებლებისგან;
ტყის ხანძრების პრევენციას;
ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობას;
ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავის გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
მონაწილეობა შესაძლებელია ინდივიდუალურად, კურატორი მასწავლებლის მხარდაჭერით.
 განაცხადების მიღება: 2026 წლის 24 ივლისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. ჟიური შეარჩევს 10 საუკეთესო იდეას, რომელთა ავტორები ფინალურ ღონისძიებაზე წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.
 ფინალისტებისთვის გათვალისწინებულია:
 • პრიზები და სერტიფიკატები;
 • საგანმანათლებლო ვიზიტი მტირალას ეროვნულ პარკში;
 • შეხვედრა სატყეო სპეციალისტებთან.

სარეგისტრაციო ბმული : https://forms.gle/z39oPm4nET2NzB5D8 

საჯარო განხილვების არქივი