ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კონკურსი - შექმენი კლიმატმეგობრული ბაღი

კონკურსი - შექმენი კლიმატმეგობრული ბაღი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი  აცხადებს   კონკურსს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის. კონკურსი ცხადდება პროგრამის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის, შვეიცარიის მთავრობის მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

კონკურსის მიზანია გარემოსდაცვით საკითხებზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენლებისთვის ცნობიერების ამაღლება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების (გორი, ლაგოდეხი, სიღნაღი, თელავი, ახმეტა, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ამბროლაური, ონი, ჭიათურა, ჩხოროწყუ, ხელვაჩაური, ხონი, ხულო, მარტვილი, მესტია, საჩხერე, შუახევი, ზესტაფონი, ცაგერი, ლენტეხი, ბაღდათი, ვანი, ხარაგაული, ყვარელი, ქარელი, კასპი, ხაშური, მარნეული, თეთრიწყარო, წალკა, ბოლნისი, დმანისი, გარდაბანი, დუშეთი, მცხეთა, ახალქალაქი, ახალციხე, გურჯაანი, საგარეჯო) მოქმედ მუნიციპალურ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს.
წარმოდგენილი განაცხადი უნდა  მოიცავდეს შემუშავებულ საგანმანათლებლო აქტივობებს (აქტივობის მიზანი, აღწერა და შედეგი) და მათი განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტაციას (ფოტო ან ვიდეო მასალა, არაუმეტეს 2 წუთისა). 
განაცხადი უნდა მოიცავდეს გარემოსდაცვით საკითხზე თეორიული და პრაქტიკული სწავლების სამ აქტივობას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა ეხებოდეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საკითხებს.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  28 აგვისტო
განმცხადებლებმა სრული  განაცხადი უნდა წარადგინონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@eiec.gov.ge  
აქტივობების დამადასტურებელი ფორმა იხილეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებ-გვერდზე. (დანართი N1)
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ - „შექმენი კლიმატმეგობრული ბაღი“
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც დაჯილდოვდება სხვადასხვა საჩუქრებით. 
საკონტაქტო პირი: პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტი - თათია ხაბულიანი (ელ.ფოსტა: Tatia.Khabuliani@eiec.gov.ge ), ( ტელეფონი ნომერი:  577331163 )

საჯარო განხილვების არქივი