ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ახალგაზრდული სასწავლო პროგრამა „აგროსკოლა“ 2026 დაიწყო

ახალგაზრდული სასწავლო პროგრამა „აგროსკოლა“ 2026 დაიწყო

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ახალგაზრდული სასწავლო პროგრამა „აგროსკოლა“ 2026 დაიწყო. პროგრამა IX-XII კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით აერთიანებს და მათ სოფლის მეურნეობის სფეროს თანამედროვე მიმართულებებისა და პროფესიების პრაქტიკულად გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ეწვევიან ღვინის ეროვნული სააგენტოს ღვინის მუზეუმს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიას და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზებს.

მონაწილეები ადგილზე გაეცნობიან მევენახეობა-მეღვინეობას, სურსათისა და ღვინის ხარისხის კვლევას, მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკას, ნიადაგის კვლევას, მცენარეთა in vitro გამრავლებას, ჰიდროპონიკასა და თანამედროვე აგროტექნოლოგიებს.

„აგროსკოლის“ მონაწილეები ასევე გაეცნობიან მელიორაციის მნიშვნელობას თანამედროვე სოფლის მეურნეობაში და ადგილზე დაათვალიერებენ შესაბამის სისტემებს. ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე კი ისინი ქართული და უცხოური ვაზის ჯიშების, ხეხილოვანი და აგროსატყეო კულტურების კოლექციებსა და გენეტიკური რესურსების დაცვის საკითხებს გაეცნობიან.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს, გაეცნონ მათ საქმიანობას და აგრარულ სფეროში არსებულ პროფესიულ შესაძლებლობებს. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიღებულ ცოდნას პრეზენტაციების სახით წარმოადგენენ და შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ.

„აგროსკოლა“ 2022 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია პროფესიული განათლებისა და აგრარული პროფესიების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებისთვის პროფესიული არჩევანის გააზრებაში ხელშეწყობა და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი მიმართულებების გაცნობა.



საჯარო განხილვების არქივი