კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტი მიზანად ისახავს საქართველოს მოსახლეობაზე, საარსებო გარემოსა და ინფრასტრურაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების ზემოქმედების შემცირებას, ეროვნულ დონეზე მოქმედი, მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის (MHEWS) უზრუნველყოფითა და ადგილობრივ დონეზე რისკის შესახებ ინფორმირებული მოქმედების გზით.
პროექტი შეიმუშავებს/მიაწვდის კლიმატის კრიტიკულ რისკთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც დაეხმარება საქართველოს მთავრობას ეროვნულ დონეზე განახორციელოს რიგი ქმედებები, ტრანსპორმაციული პოლიტიკა და ამით შეამციროს მოსახლეობის მოწყვლადობა კლიმატთან დაკავშირებული საფრთხეების მიმართ.
პროექტის სამი ძირითადი კომპონენტია:
1.კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ბუნებრივ საფრთხეებზე დაკვირვების გაფართოებული ქსელი და მოდელირების შესაძლებლობები, იმისათვის რომ უზრუნველყოფილ იქნეს სანდო ინფორმაცია კლიმატთან დაკავშირებული საფრთხეების, მოწყვლადობის და რისკის შესახებ;
2.ეფექტიანი ეროვნული რეგულაციებით, კოორდინირების მექანიზმებითა და ინსტიტუციური შესაძლებლობებით მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის მხარდაჭერა და კლიმატთან დაკავშირებული ახალი საინფორმაციო პროდუქტების შექმნა;
3.მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის (MHEWS) და რისკის შემცირების პრიორიტეტული ღონისძიებების განხორციელების გზით მოსახლეობის მედეგობის გაზრდა სათემო დონეზე.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
1.ცენტრში არსებული შესაძლებლობების გაუმჯობესება;
2.შესაძლებლობების გაუმჯობესება ცენტრალურ, მუნიციპალურ და თემის დონეზე;
3.ქსელის შექმნა და ადვოკატირება;
4.საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა მრავალმხრივი საფრთხეების რისკის მართვაში (MHRM);
5.მედიაკამპანია ეროვნულ დონეზე MHRM და EWS კონცეფციის და პროექტის საკითხებზე, გენდერული ასპექტების გათვალისწინებით.
დონორი - კლიმატის მწვანე ფონდი (GCF).
განმახორციებელი - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (EIEC).
საკონტაქტო პირი: სოფიო ბერიშვილი - პროექტის კოორდინატორი; ელ.ფოსტა - sopio.berishvili@eiec.gov.ge