ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

პროექტები

საქართველოს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზება (ფაზა 2)

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინსტიტუციური შესაძლებლობის გაზრდა და სოფლის მეურნეობის სფეროში მომზადება-გადამზადების მექანიზმების შემოღების ხელშეწყობა, რაც მოიცავს, აგრეთვე, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შექმნას საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და ცენტრის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაზრდას.

მოსალოდნელი შედეგები
1. ცენტრი გაძლიერებულია ინსტიტუციურად სოფლის მეურნეობის სფეროში ცოდნისა და ინფორმაციის გაცემის ეფექტური მექანიზმების შემუშავების მეთვალყურეობისათვის
2. ხელშეწყობილია აგრარული ცოდნისა და ინფორმაციის სისტემის შექმნა
3. ცენტრის მიერ შემუშავებულია მექანიზმები ფერმერთა მომზადება-გადამზადების პროგრამების განსახორციელებლად მუდმივი განათლების მიღების კონცეფციით
4. შემუშავებულია საინფორმაციო სისტემა ფერმერებსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისებს (ექსტენციის სერვისებს) შორის თანამშრომლობის ხელშესაწყობად.

დონორი - გაეროს განვითარების პროგრამა (UNPD) / შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC)

განმახორციელებელი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (EIEC)

საკონტაქტო პირი: ნიკა გოგიტიძე - პროექტის კოორდინატორი; ელ-ფოსტა: nika.gogitidze@eiec.gov.ge

საჯარო განხილვები