ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

პროექტები

საქართველოს V ეროვნული შეტყობინებისა და I ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის შემუშავება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ (5NC/1BTR)

პროექტის მიზანი: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების განვითარების სტრატეგიებსა და  სექტორული პოლიტიკის დოკუმენტებში გათვალისწინების და ინტეგრაციის პროცესში. პროექტის ამოცანა არის საქართველოს მთავრობის დახმარება მეხუთე ეროვნული შეტყობინების (5NC) და  პირველი  გამჭვირვალობის ორწლიური ანგარიშის  (1BTR)  კომბინირებული ანგარიშის ფორმით მომზადების პროცესში, რათა წარუდგინოს  UNFCCC-ს, მისი ვალდებულებების შესაბამისად, როგორც განსაზღვრულია ამ კონვენციის მე-4 და მე-12 მუხლების მანდატით და 17/CP.8, 5/CMA.3 და 18/CMA.1 გადაწყვეტილებით.

პროექტი შედგება ხუთი კომპონენტისგან:

1. ეროვნული გარემოებები; ინსტიტუციონალური მოწყობა და საჭირო და მიღებული მხარდაჭერა;
2. სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაცია;
3. ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განხორციელების მიმდინარეობის შეფასება, შერბილების შიდა ღონისძიებების შეფასების ჩათვლით;
4. კლიმატის ცვლილების ზემოქმედება და ადაპტაცია/ადაპტაციის შესახებ შეტყობინება;
5. ერთიანი 5NC/1BTR ანგარიშის შედგენა, გამოქვეყნება და წარდგენა, ინფორმაცის მართვა, მონიტორინგი და შეფასება.

პროექტის მოსალოდნელი შედეგი: პროექტი გააძლიერებს არსებულ ინსტიტუციურ სტრუქტურებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზომების  გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მიზნების მიღწევას, რომლებიც მიმართულია კლიმატის ცვლილების შედეგების აღმოფხვრისაკენ.  

დონორი და მხარდამჭერი ორგანიზაციები: გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

განმახორციელებელი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

საკონტაქტო პირი: სალომე ფიფია - პროექტის კოორდინატორი; ელ.ფოსტა - salome.pipia@eiec.gov.ge

საჯარო განხილვები