თანამშრომლობის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების გავრცელებას ქართულ საზოგადოებაში და აამაღლოს ცნობიერება, გაზარდოს მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ხელი შეუწყოს AKIS-ს, ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე.
პროექტის მთავარი მიზანია სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის (EIEC) ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა მაღალი დონის ეროვნული და რეგიონული AKIS სისტემების, კონსულტაციების, ტრენინგების/გადამზადების მექანიზმების მხარდაჭერით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვა.
მისაღწევი შედეგები:
შედეგი 1: EIEC ინსტიტუციურად გაძლიერებულია, რათა ხელი შეუწყოს ცოდნისა და ინფორმაციის გადაცემის ეფექტური მექანიზმების განვითარებას სოფლის მეურნეობის სფეროში;
შედეგი 2: სოფლის მეურნეობის ცოდნისა და ინოვაციის სისტემა (AKIS) გაძლიერდა ეროვნულ დონეზე და პილოტირებულია საქართველოს სულ მცირე ორ რეგიონში;
შედეგი 3: შემუშავებულია კონსულტაციის, ტრენინგ/გადამზადების პროგრამების განხორციელების მექანიზმები ფერმერებისთვის მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების კონცეფციის (LLL) ფარგლებში;
შედეგი 4: გარემოსდაცვითი და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პოპულარიზაცია საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით საშუალო სკოლებში, პროფესიული სწავლების და უმაღლესი განათლების დაწესებულებებში.
დონორი - შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC).
განმახორციელებელი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (EIEC), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
საკონტაქტო პირი: თამარ სანიკიძე - პროექტის კოორდინატორი; ელ.ფოსტა - tamar.sanikidze1@eiec.gov.ge