ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩო - ადრეული ქმედების მხარდაჭერის პროექტი
პროექტის მიზანი: ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს (GBF) ეროვნულ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა, მათ შორის, ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (NBSAP) განახლების პროცესის მხარდაჭერა, ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს (GBF) დანერგვის მიზნით, ქმედებების დაჩქარება ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის გზით, რათა საქართველომ უზრუნველყოს ეროვნული მიზნების, ეროვნული ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (NBSAP), პოლიტიკის და მონიტორინგის ჩარჩოსა და ბიომრავალფეროვნების ფინანსირების შესაბამისობა ბიომრავალფეროვნების გლობალურ ჩარჩოსთან (GBF).
პროექტის შედეგად შემუშავდება:
პროექტის მოსალოდნელი შედეგი: ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (NBSAP) შემუშავების ხელშეწყობა.
დონორი და მხარდამჭერი ორგანიზაციები: გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP).
განმახორციელებელი: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
პოლიტიკის განმსაზღვრელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტი.
საკონტაქტო პირი: ქეთევან წითლიძე - პროექტის კოორდინატორი; ელ.ფოსტა - ketevan.tsitlidze@eiec.gov.ge