პროექტის მიზანი:
საქართველოში ეროვნული ადაპტაციის გეგმის (NAP) პროცესის გაუმჯობესება შემდეგი გზებით:
• ადაპტაციის დაგეგმვის მმართველობისა და კოორდინაციის გაძლიერებით;
• კლიმატის ცვლილების ზეგავლენისა და ადაპტაციის შესახებ ინფორმაციის იდენტიფიცირებით, ანალიზითა და პრიორიტეტიზაციით;
• კერძო სექტორის ჩართულობის მიზნობრივი სტრატეგიის შემუშავებით;
• NAP პროცესის განხორციელების დაფინანსების სტრატეგიის შემუშავებით;
• NAP პროცესის მონიტორინგის, შეფასებისა და სწავლების სისტემის შემუშავებით და შესაძლებლობების გაძლიერებით.
პროექტის შედეგად შემუშავდება:
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის 10 წლიანი ხედვა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის 5 წლიანი ეროვნული გეგმა (NAP). გარდა ამისა, მომზადდება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გეგმები საქართველოს ოთხი სამიზნე რეგიონისთვის და ექვსი სექტორისთვის (სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, სტრატეგიული ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა). ამასთან ერთად, შემუშავდება საშუალო და გრძელვადიანი კლიმატის რისკების შეფასების შემაჯამებელი დოკუმენტები, კლიმატის ცვლილების სცენარებისა და კლიმატის რისკის შეფასებების მეთოდოლოგიის აღწერის დოკუმენტი, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმა, NAP-ის ფორმულირებისთვის საჭირო სტრატეგიული საგზაო რუკა, კომუნიკაციის სტრატეგია და სხვა საჭირო შეფასებების, რეკომენდაციების, სახელმძღვანელო და სატრენინგო მასალები.
დონორი და მხარდამჭერი ორგანიზაციები:
გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP), მწვანე კლიმატის ფონდი (GCF)
განმახორციელებელი:
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
პოლიტიკის განმსაზღვრელი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსა და კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დეპარტამენტი
საკონტაქტო პირი:
ნინო ხელაძე - პროექტის კოორდინატორი; ელ.ფოსტა - info@eiec.gov.ge