ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

პროექტები

ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (NBSAP) განახლება და მე-7 ეროვნული ანგარიშის მომზადება

პროექტის მიზანი: ქვეყანამ დაასრულოს NBSAP-ის განახლება, შემუშავდეს ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც შესაბამისობაში იქნება კუნმინ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალურ ჩარჩოსთან (GBF) და დაეხმარება ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის (CBD) და  GBF-ის ეფექტურად განხორციელებას ეროვნულ დონეზე.  გარდა ამისა, პროექტის მიზანია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციისა (CBD) და კუნმინ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს (GBF) დანერგვის შესახებ მე-7 ეროვნული ანგარიშის მომზადება და წარდგენა კონვენციის სამდივნოსადმი.

პროექტის მოსალოდნელი შედეგი: 

განახლებულია ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;

მომზადებულია მე-7 ეროვნული ანგარიში.

 

დონორი და მხარდამჭერი ორგანიზაციები: გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP).

განმახორციელებელი: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

პოლიტიკის განმსაზღვრელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტი.

საკონტაქტო პირი: ქეთევან წითლიძე - პროექტის კოორდინატორი; ელ.ფოსტა - ketevan.tsitlidze@eiec.gov.ge

საჯარო განხილვების არქივი