ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

“ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC)” და “კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის” საჯარო განხილვა

თბილისი, თბილისი, ქ. თბილისი, საჯარო განხილვა ჩატარდება ონლაინ

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 24 დეკემბერს 12:00-სთზე დაგეგმილია  “ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC)” და “კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის” საჯარო განხილვა ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.

საჯარო განხილვაზე დასასწრებად შეგიძლიათ, გამოიყენოთ ბმული - https://us02web.zoom.us/j/87688034101 ან შეხვედრის ID: 876 8803 4101

2017 წლის 7 ივნისიდან საქართველოსთვის ოფიციალურად ძალაში შევიდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმება“. კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა/განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტი.

სამინისტროს მიერ ასევე შემუშავდა კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რომლებიც წარმოადგენენ კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით ეროვნულ დონეზე დასახული მიზნების მიღწევის კოორდინირებული დაგეგმვისა და განხორციელების მექანიზმს.

აღნიშნული დოკუმენტები საზოგადოების მხრიდან კომენტარებისა და მოსაზრებებისთვის გამოქვეყნებული იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე და მოხდა მათი შესაბამისი განახლება დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული კომენტარებისა და შენიშვნების საფუძვლზე.