ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ვანის მუნიციპალიტეტის საკანალიზაციო სისტემის, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობისა და მის გასწვრივ ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში

იმერეთი, ვანი, ქ. ვანი, ვანის მუნიციპალიტეტი

გაცნობებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ვანის მუნიციპალიტეტის საკანალიზაციო სისტემის, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობისა და მის გასწვრივ ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - ei.gov.ge 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება: 

2023 წლის 21 სექტემბერი, 14:00 საათი,  ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.