ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შპს „აჭარ ენერჯი - 2007“-ის მიერ 50 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის „იმერეთის“ და 110 კვ. ძაბვის ქვესადგურის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი

იმერეთი, თერჯოლა, სოფ. ქვედა სიმონეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შპს „აჭარ ენერჯი - 2007“-ის მიერ 50 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის „იმერეთის“ და 110 კვ. ძაბვის ქვესადგურის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - http://ei.gov.ge/ka/info/6b73a909-09ac-4f54-8eba-8062e4b4b28b 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება: 
 2023 წლის 26 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა სიმონეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში

 2023 წლის 26 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ალისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში 

 2023 წლის 27 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. როდინაულის  ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.