ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

ასპინძის მუნიციპალიტეტში შპს „ჰიდრო პ. ჯორჯიას“ მიერ მდ. მტკვარზე 7 მგვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის („ასპინძა ჰესის“) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

სამცხე-ჯავახეთი, ასპინძა, სოფ. ხიზაბავრა, ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფ.ხიზაბავრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

ასპინძის მუნიციპალიტეტში შპს „ჰიდრო პ. ჯორჯიას“ მიერ მდ. მტკვარზე 7 მგვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის („ასპინძა ჰესის“) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი -http://ei.gov.ge/ka/info/a457f9e3-8d47-498e-ab72-09b801683ab1 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:

2023 წლის 21 ნოემბერს, 11:00 საათზე, დაბა ასპინძის კულტურის სახლის შენობაში; 

2023 წლის 21 ნოემბერს, 14:00 საათზე, სოფ. ხიზაბავრას კულტურის სახლის შენობაში; 

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.