ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „ხარხეს“ სახიფათო ნარჩენების (ტყვიის შემცველი აკუმულატორები) წინასწარი დამუშავებისა და აღდგენის, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების საწარმოს მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

ქვემო ქართლი, გარდაბანი, სოფ. მარტყოფი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ მარტყოფი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:

შპს „ხარხეს“ სახიფათო ნარჩენების (ტყვიის შემცველი აკუმულატორები) წინასწარი დამუშავებისა და აღდგენის, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების საწარმოს მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - http://ei.gov.ge/ka/info/3ab94668-8c17-4acc-8437-d53dc58505fd 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:

 
2023 წლის 7 ნოემბერს 14:00 საათზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. მარტყოფის მეორე საჯარო სკოლის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.