ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს პირველის მიერ გორის მუნიციპალიტეტში, 112.5 მგვტ. სიმძლავრის შპს „პირველის“ ქარის ელექტროსადგურის, 35 კვ მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის და 220/35 კვ ქვესადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შიდა ქართლი, გორი, სოფ. ბერბუკი, გორის მუნიციაპლიტეტი სოფელი ბერბუკი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:

შპს "პირველის" მიერ გორის მუნიციპალიტეტში, 112.5 მგვტ. სიმძლავრის შპს „პირველის“ ქარის ელექტროსადგურის, 35 კვ მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის და 220/35 კვ ქვესადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 8 იანვრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/7e63287e-f0b3-4f5d-ad45-026fc1034970      

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება: 

 2023 წლის 26 დეკემბერს 12:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. შავშვების ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში 

 2023 წლის 26 დეკემბერს 14:30 საათზე გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზეღდულეთის რიტუალების სახლის შენობაში

 2023 წლის 27 დეკემბერს 13:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბერბუკის საჯარო სკოლის შენობაში

 2023 წლის 27 დეკემბერს 15:30 საათზე გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვახვრელის საჯარო სკოლის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.