ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „მწვანე ენერგიის ჯგუფის“ მიერ ლენტეხის მუნიციპალიტეტში მდ. მუხრაზე მცირე სიმძლავრის (4,64 მგვტ) ჰესის (მუხრა ჰესი) მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ლენტეხი, დაბა ლენტეხი, სოფ. ტვიბის საჯარო სკოლის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:

შპს „მწვანე ენერგიის ჯგუფის“ მიერ ლენტეხის მუნიციპალიტეტში მდ. მუხრაზე მცირე სიმძლავრის (4,64 მგვტ) ჰესის (მუხრა ჰესი) მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/d385e13e-2475-419e-b140-2ad878e3cdc9

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:

2024 წლის 23 აგვისტოს 13:00 საათზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ტვიბის საჯარო სკოლის შენობაშ

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.