ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

ხაშურის მუნიციპალიტეტში მდ. მტკვარზე გომი ჰესების კასკადის (გომი 1 და გომი 2 ჰესის) მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი

შიდა ქართლი, კასპი, სოფ. გომი, სოფ. გომის ძველი ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:

ხაშურის მუნიციპალიტეტში მდ. მტკვარზე გომი ჰესების კასკადის (გომი 1 და გომი 2 ჰესის) მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 3 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/2fd2ba2b-8b09-4560-a4e1-edc59a6b33d7  

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:

2025 წლის 28 იანვარს, 16:00 საათზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ხცისის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
2025 წლის 29 იანვარს, 11 საათზე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
2025 წლის 29 იანვარს 15:00 საათზე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. გომის ძველი ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.